Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კესის დარწმუნებას კაპიტნის სამკლაურით ეცდება…

MilanNews-ის ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, როსონერისთვის ზაფხულში ტრანსფერების გარდა პრიორიტეტი გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან ფრანკ კესისთან კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება, რადგან მალდინის დონარუმა-ჩალჰანოღლუს სიტუაციის განმეორება ნამდვილად არ სურს.

კესის, რომელსაც მიმდინარე ხელშეკრულება მილანთან მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, გუნდში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ის ახლანდელი ხელფასის 2.5 მილიონის გაზრდას 5.5 მილიონამდე ითხოვს, მილანი კი თავის მხრივ ფეხბურთელს 3.5 მილიონს სთავაზობს.

წყაროს ინფორმაციით, ალესიო რომანიოლიოს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, რისი შანსიც საკმაოდ დიდია, როსონერი კესის კაპიტნის სამკლაურს შესთავაზებს და იემდი აქვს, რომ ეს მოლაპარაკებებში დაეხმარება.