Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კესის ზამთარში გაყიდვას არ აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ფრანკ კესი და მილანი ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ თანხმდებიან, კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წევრად რჩება და მილანი მის გაყიდვას ზამთარში არც კი განიხილავს.

კესის მიმდინარე კონტრაქტი როსონერისთან სეზონის ბოლოს ეწურება და კესის გუნდიდან წასვლის სესაახებ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, რაც მილანს გარკვეულ თანხას მოუტანდა, ხშირად იწერებოდა, მაგრამ Tuttosport-ის ცნობით, გუნდი მის გასხვისებას შუა სეზონში არ აპირებს.

კონტრაქტის სიტუაციას რაც შეეხება, კესის სურს, რომ გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყოს, ამიტომ ის წლიურად 8.5-9 მილიონს ითხოვს, მაგრამ მილანი 6.5-ზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს.