Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კესის ზამთარში გაყიდვას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, თუ მილანმა და კესიმ ახალი კონტრაქტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე ვერ შეათანხმეს, კოტ-დიუვარელი დიდი ალბათობით გუნდს იანვარში დატოვებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჯერჯერობით არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს და კესის გუნდიდან წასვლის შანსი ყოველდღიურად იზრდება. ფრანკის გაფორმების სურვილი არაერთმა გრანდმა გამოთქვა, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტად პსჟ და ლივერპული აქტიურობენ.

გასაკვირი არ არის, რომ მილანს მისი უფასოდ დაკარგვა არ სურს, ამიტომ წყაროს ინფორამციით, თუ უახლოეს თვეებში მხარეები ვერ შეთანხმდნენ, მალდინი-მასარას დუეტი მის გაყიდვას და გარკვეული თანხის გამომუშავებას იანვარშივე შეეცდება.