Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კესის კონტრაქტს მომდევნო კვირას გაუხანგრძლივებს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანკ კესის წარმომადგენლები მილანის ხელმძღვანელობას მომდევნო კვირას შეხვდებიან და სავარაუდოდ საბოლოოდ შეთანხმდებიან.

კესის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალი ხელშეკრულების ფინანსურ ასპექტებზე ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა როსონერი მზად არის გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან მიმართებაში გამონაკლისი დაუშვას და მას მოთხოვნილი 6 მილიონი გადაუხადოს.

წყაროს ცნობით, Elliott-მა მალდინი-მასარას კესის კონტრაქტის თაობაზე მწვანე შუქი აუნთო და მხარეები მზად არიან, ახალი ხელშეკრულება ოლიმპიადის დაწყებამდე გააოფიციალურონ.