Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კესის მოთხოვნილ ხელფასს გადაუხდის

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, მილანი მზად არის ფრანკ კესის მოთხოვნილი ხელფასი – სეზონში 6 მილიონი ევრო გადაუხადოს და მასთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები საბოლოოდ დაასრულოს.

კესის მიმდინარე ხელშეკრულება მილანთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და როსონერის იმედი ჰქონდა, რომ ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებაზე გასამრჯელოს 4 მილიონამდე გაზრდით დაიყოლიებდა, მაგრამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დამსახურებულ 6 მილიონს ითხოვდა და მის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, როსონერის ხელმძღვანელობამ დაწესებულ სახელფასო ჭერს გადააბიჯოს და მას 6 მილიონი გადაუხადოს.

წყაროს ცნობით, მილანი კესის წარმომადგენლებს უახლოეს დღეებში შეხვდება და არ არის გამორიცხული, რომ ფრანკმა მილანთან ახალ კონტრაქტს ხელი ოლიმპიადის დაწყებამდე – 23 ივლისამდე მოაწეროს.