Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კესის ჩანაცვლებას ბოლონიას ტალანტით გეგმავს

მილანი ფრანკ კესისთან კონტრაქტის გახანგრძლივების იმედს არ კარგავს და მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება, თუმცა როსონერი პარალელურად მისი პოტენციური შემცვლელების ძიებას განაგრძობს და იტალიური წყაროების ცნობით, როსონერიმ პრიორიტეტული სამიზნე უკვე შეარჩია.

MilanNews-ის ცნობით, მილანი ბოლონიას 22 წლის შვედი ნახევარმცველის მატიას სვანბერგის ტრანსფერით ინტერესდება, რომელსაც ნახევარდაცვაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

ახალგაზრდა ტალანტმა მიმდინარე სეზონში ბოლონიას რიგებში 20 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბოლონია მას 15 მილიონ ევროდ აფასებს.