Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კიაერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს ?

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანი სიმონ კიაერის თამაშით კმაყოფილია და დიდი ალბათობით მას ახალ ხელშეკრულებას შესთავაზებს.

დანიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მილანის მაისურით 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. მიმდინარე ხელშეკრულება მილანთან კიაერს 2022 წლის ზაფხულში ეწურება და Calciomercato-ს ინფორამციით, როსონერი ფეხბურთელის შენარჩუნებას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, სეზონის ბოლოს მილანი კიაერს კონტრაქტის გახანგრძლივებას 2023 წლამდე შესთავაზებს და სავარაუდოდ პრობლემა არ შეექმნება, რადგან კიაერმა კარიერის მილანში დასრულების სურვილი არაერთხელ დააფიქსირა.

გათიშვა