Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კიაერის აგენტს უახლოეს დღეებში შეხვდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი სიმონ კიაერის აგენტს უახლოეს დღეებში შეხვდება და დანიელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს წამოიწყებს.

კიაერი როსონერის რიგებს 2020 წლის იანვარში სევილიადან შეუერთდა და ძალიან მალე ის ძირითადის უცვლელი წევრი და გუნდის ერთ-ერთ ლიდერი გახდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მალდინის ფეხბურთელის შენარჩუნება სურს.

კიაერის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება და როსონერი მას ხელშეკრულების 2 წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს, ხელფასი კი 1.2 მილიონიდან 1.5 მილიონამდე გაიზრდება.

კიაერმა მილანში დარჩენის სურვილი არაერთხელ გამოთქვა და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის რაიმე სახის პრობლემა შეიქმნას.