Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კიაერის კონტრაქტზე მუშაობას აგვისტოს ბოლოს დაიწყებს

იტალიური წყაროების ცნობით, მილანი და სიმონ კიაერი ახალ კონტრაქტზე მუშაობას სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ დაიწყებენ.

MilanNews-ის ცნობით, როსონერი დანიელ ცენტრალურ მცველს, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ხელშეკრულების 2023 წლამდე გახანგრძლივებას შესთავაზებს, სურვილი შემთხვევაში მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

კიაერის წლიური გასამრჯელო 1.2 მილიონი ევროდან 1.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება და ის დიდი ალბათობით გუნდის ვიცე-კაპიტანი გახდება.