Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კიაერს ახალი კონტრაქტით დააჯილდოებს

მილანში გადასვლის შემდეგ, სიმონ კიაერი თამაშიდან თამაშამდე შესანიშნავად ასპარეზობს და დაცვის ლიდერიც გახდა. ის სტეფანო პიოლის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და როსონერის 32 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.

დანიელი ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება მილანთან 2022 წლის ზაფხულშ იწურება და Calciomercato-ს ინფორმაციით, როსონერი მას კონტრაქტს 2023 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს.

კიაერმა არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მას კარიერის მილანში დასრულება სურს, ამიტომ შეთანხმების მიღწევა პრობლემა არ უნდა იყოს.