Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კიაერს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მილანის ვიცე-ჩემპიონობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი გუნდის ახალწვეულმა, სიმონ კიაერმა ითამაშა. 32 წლის ფეხბურთელი მილანში მისვლისთანავე სტეფანო პიოლის ძირითადი შემადგენლობის უპირობო წევრი გახდა და მან 39 მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

დანიელ ფეხბურთელს მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, როსონერი მზად არის მას გაწეული სამსახური დაუფასოს და ხელშეკრულება 2023 წლამდე გაუხანგრძლივოს.

კიაერმა მილანში კარიერის დასრულების სურვილი არაერთხელ დააფიქსირა და დიდი ალბათობით მისი ხელფასი უცვლელად, 1.2 მილიონი ევრო დარჩება.