Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი კიაერს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მილანი სიმონ კიაერთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას გეგმავს.

ფრანკ კესისთან, ალესიო რომანიოლისთან და დავიდე კალაბრიასთან ერთად, კიაერს კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება და მილანს არ სურს, რომ ამ ფეხბურთელებთან მიმართებაშიც დონარუმას და ჩალჰანოღლუს სიტუაცია გამეორდეს, ამიტომ როსონერის ხელმძღვანელობა თითოეული მათგანის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

კიაერის გამოცდილება და მებრძოლი ხასიათი მილანის ახალგაზრდულ გუნდში ფუნდამენტალურია და ის ალესიო რომანიოლისთან ერთად გუნდის ძირითად ფეხბურთელად მოიაზრება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი ფეხბურთელს კონტრაქტს ერთი წლით, 2023 წლამდე გაუხანგრძლივებს და მისი ანაზღაურება უცვლელი – 1.2 მილიონი ევრო იქნება.