Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კიდევ ერთი ტალანტის ტრანსფერს უახლოვდება

MilanNews-ის ჟურნალისტის ანტონიო ვიტელოს ინფორამციით, როსონერი კოპენჰაგენის მარჯვენა ვინგერის მოჰამედ დარამის ტრანსფერთან ახლოს არის.

19 წლის დანიელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 7-8 მილიონი ევროა და წყაროს ცნობით, მილანი ამ თანხის გადახდას იენს პეტერ ჰაუგეს გაყიდვის შემდეგ მიღებული ფულიდან აპირებს.