Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კიდევ ერთი ტრანსფერის დახურვას ცდილობს

როსონერი სატრანსფერო ბატალიებში რამდენიმე ფრონტზე ბრძოლას განაგრძობს და იტალიური მედიის ცნობით, ამჯერად მალდინი-მასარას დუეტი ტულუზას ტალანტის ამინე ადლის გაფორმებას ცდილობს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანმა 21 წლის ფრანგ შემტევთან პირაი კონტრაქტის დეტალები უკვე მოაგვარა და მზად არის ტულუზას მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზოს, რომელსაც შემდგომში გარკვეული ბონუსები დაემატება.

ადლის როგორც მეორე ფორვარდის, ასევე მარჯვენა ვინგერის და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც სტეფანო პიოლის მეტი არჩევანის საშუალებას მისცემს…