Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კიდევ 4 ტრანსფერს გეგმავს

ბოლო 3 დღეში 3 ტრანსფერის გაოფიციალურების მიუხედავად, როსონერი გაჩერებას ჯერჯერობით არ აპირებს და SportMediaset-ის ინფორმაციით, მილანი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ 4 ტრანსფერს გეგმავს.

წყაროს ცნობით, ყველაზე დიდი ყურადღება ამ ეტაპზე ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელის ძიებაზეა გადასული. პრიორიტეტული სამიზნეების სიას ამ პოზიციაზე ცსკას ნიკოლა ვლაშიჩი ლიდერობს, რომლის სანაცვლოდაც როსონერიმ რუსულ გუნდს პირველი წინადადებით უკვე მიმართა და მისი იჯაარა შესთავაზა, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში ფეხბურთელის 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით. ვლაშიჩის ალტერნატივებად კი ზიეიჩი, ისკო და ლუის ალბერტო რჩებიან.

მეორე პოზიცია, გუნდში ჟირუს მისვლის მიუხედავად, ცენტრალური ფორვარდის დამატებაა და ამ პოზიციაზე პრიორიტეტი ულაპარაკოდ სანტოსის კაიო ჟორჟეა, რომლის სანაცვლოდაც გუნდი  მზად არის 6 მილიონი გადაიხადოს, სანტოსი კი 10 მილიონს ითხოვს.

დავიდე კალაბრიას შემცვლელს რაც შეეხება, რომელიც იტალიელ უკანახაზელს დასვენების საშუალებას მისცემს ხოლმე, როსონერი ამ პოზიციაზე კვლავ მანჩესტერის დიოგო დალოტის დამატებას ცდილობს, თუმცა მანჩესტერი ჯერჯერობით პორტუგალიელის იჯარით გაშვებას არ აპირებს, მის ალტერნატივად კი რეალის ალვარო ორდიოსოლა მიიჩნევა.

მილანს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ნახევარდაცვის გაძლიერებაც სურს და ამ პოზიციაზე როსონერის ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი ტიემუ ბაკაიოკო მოიაზრება, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელი როსონერის რიგებში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ ჩელსი მის იჯარით გაშვებას დათანხმდეა…