Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი კიეზასთვის ბრძოლას გამოეთიშა,იუვე ფავორიტია

ბოლო კვირეებში მილანის ინტერესმა ფედერიკო კიეზას მიმართ იმატა,თუმცა როგორც ჩანს, ამ ტრანსფერს ახდენა არ უწერია.ფეხბურთელი კარირეული ნაბიჯის გადასადგმელად მზად არის და რომელიმე გრანდში გადასვლა სურს,თუმცა მილანისთვის ერთი გადაულახავი პრობლემა არსებობს…

Calciomercato-ს ინფორმაციით,ფიორენტინამ კიეზას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო მოითხოვა და იები ტრანსფერში რომელიმე სხვა ფეხბურთელის ჩართვაზე თანახმა არ არიან,ამ თანხის გადახდა კი ფინანსური  მდგომარეობიდან გამომდინარე მილანს არ შეუძლია.

ერთადერთი გუნდი იტალიაში,რომელსაც არსებული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით ამ თანხის გადახდა შეუძლია,იუვენტუსია და კიეზას ტრანსფერში ფავორიტებად სწორედ ტურინელები მოიაზრებიან.

Leave a Reply

Your email address will not be published.