მილანი კიეზას ტრანსფერს საბოლოოდ გამოეთიშა
Calciomercato-ს მტკიცებით, მილანი ფიორენტინას გარემარბის, ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებს.
ერთ-ერთი მიზეზი მისი სატრანსფერო ღირებულებაა. კომისოს ახალგაზრდა იტალიელის სანაცვლოდ 60-65 მილიონი ევრო სურს და მისი იჯარით გაშვებას არ აპირებს, თუმცა ამის გარდა როსონერი სამუ კასტილეხოს და ალექსის საელემაეკერსის თამაშით კმაყოფილია და რესურსების მიმართვას უფრო პრობლემურ ზონებზე აპირებს.