Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი კოსტას გაფორმებით დაინტერესებული არ არის

ბოლო დღეებში დიეგო კოსტას სახელი როსონერის არაერთხელ დაუკავშირეს და ისიც კი დაიწერა, რომ ფეხბურთელმა თავის მეგობრებს მილანში გადასვლის შესახებ ამცნობა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტი მილანს მართლაც შესთავაზა, თუმცა როსონერი 31 წლის ფორვარდის გაფორმებით დაინტერესებული არ არის.

წყაროს ინფორმაციით, მილანი კოსტას ვარიანტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუბრუნდება, თუ დიავოლო იბრაჰიმოვიჩთან ახალი კონტრაქტის დეტალებს ვერ შეათანხმებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.