Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კოუტინიოს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, რომელიც შემდგომში PianetaMilan-მაც დაადასტურა, მილანი ბარსელონადან ფელიპე კოუტინიოს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, რომელიც ჩალჰანოღლუს შემცვლელად მოიაზრება.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ბარსელონაში სეზონში ანაზღაურების სახით 8.5 მილიონს იღებს, რაც როსონერისთვის ზედმეტად ბევრია, მაგრამ წყაროს ინფორმაციით მხარეებმა ოპტიმალური გამოსავალი იპოვნეს.

წყაროს ცნობით, მილანი კოუტინიოს იჯარით გაიფორმებს და მხარეები მისთვის გადასახდელ ხელფასს გაინაწილებენ, იჯარის შემდეგ კი მილანს 29 წლის ბრაზილიელის გაფორმება 20-25 მილიონად შეეძლება.

ჯერჯერობით გუნდები მოლაპარაკებების საწყის სტადიაში არიან, მაგრამ როსონერიმ ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიიღო, რაც საქმეს გაცილებით მარტივს ხდის.