Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კრუნიჩის გაყიდვას არ აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა რადე კრუნიჩის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და ფეხბურთელი მომდევნო სეზონშიც როსონერის რიგებში დარჩება.

სტეფანო პიოლის ბიჭებს წინ კიდევ უფრო დატვირთული და რთული სეზონი ელოდებათ, რადგან მათ ჩემპიონთ ლიგაზე მოუწევთ თამაში და Tuttosport-ის ცნობით, სტეფანო პიოლი კრუნიჩის უნივერსალობას აფასებს და ბოსნიელი ფეხბურთელის გამოყენებას როტაციაში აქტიურად გეგმავს.

კრუნიჩმა გასულ სეზონში მილანის მაისურით ჩამშლელი ნახევარმცველის, შემტევი ნახევარმცველის და მარცხენა ვინგერის როლიც კი შეითავსა და პროცესში 38 მატჩში 2 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა.