Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი კრუნიჩს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა რადე კრუნიჩთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.

ბოსნიელი ნახევარმცველის მიმდინარე ხელშეკრულება მილანთან 2024 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა მისი უნივერსალობის გამო პიოლისთვის რადე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ითვლება და Calciomercato-ს ცნობით, რადე მილანში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

წყაროს ცნობით, როსონერი კრუნიჩს ხელფასს 1.1 მილიონიდან 1.5 მილიონამდე გაუზრდის.