Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი კუმბულასთვისაც იბრძოლებს?

როსონერი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობს და ზლატან იბრაჰიმოვიჩის, სანდრო ტონალის და ბრაჰიმ დიასის კონტრაქტების მოგვარების შემდეგ, კიდევ ერთი პრობლემური ზონის გაძლიერებას გეგმავს.

ამჯერად საქმე ცენტრალურ დაცვას ეხება. კიაერის გაფორმების მიუხედავად, გუნდი ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს ეძებს და დიავოლოს გუნდში ფიორენტინას ნიკოლა მილენკოვიჩის ხილვა სურს, თუმცა მისი მაღალი ფასის გათვალისწინებით მილანი ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს და ერთ-ერთი ასეთი ვერონას მარაშ კუმბულა დასახელდა.

20 წლის ალბანელი ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია ლაციოს და ინტერის რადარზეა, თუმცა არც ერთ მათგანს ჯერჯერობით ვერონასთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, აქედან გამომდინარე მილანს ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენის საკმაოდ კარგი შანსები აქვს. ვერონა ფეხბურთელს 25-30 მილიონად აფასებს და არ არის გამორიცხული, რომ დიავოლომ კუმბულას შემთხვევაშიც იჯარა მოითხოვოს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

Leave a Reply

Your email address will not be published.