Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი კუმბულას ტრანსფერით ინტერესდება

ვერონაში არსებული სპორტული გამოცემის, L’Arena-ს ინფორმაციით, ინტერს და ლაციოს კუმბულას ტრანსფერში მილანის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

როსონერის წარმომადგენლები ჯალობლუს მესვეურებს უკვე დაუკავშირდნენ და კუმბულას შესახებ ინფორმაცია გამოითხოვეს, თუმცა მთავარი წინაღობა ახალგაზრდა ცენტრალური მცველის სატრანსფერო ღირებულებაა.

ვერონა მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც მილანს ამ ეტაპზე არ შეუძლია და მისი გაფორმება იგივე ფორმულით სურს, როგორც რამდენიმე დღის წინ ტონალი შეიძინა – იჯარა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით…

Leave a Reply

Your email address will not be published.