Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ლანგის გაფორმებას ზამთარში შეეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ბრიუგეს ვინგერის ნოა ლანგის გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდება.

ლანგი მილანის სატრანსფერო სიაში გასულ ზაფხულსაც იმყოფებოდა, თუმცა მილანს მწირი სატრანსფერო ბიუჯეტის გამო არჩევანის გაკეთება მასსა და შარლ დე კეტლარს შორის მოუწია, საბოლოო ჯამში კი იტალიური გრანდის რიგებში მეორე მათგანი აღმოჩნდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ბარტ ბერჰაეგმა, რომელიც ბრიუგეს პრეზიდენტი გახლავთ, მილანის მხრიდან არსებული ინტერესი დაადასტურა და MilanNews-ის ცნობით, როსონერი ლანგის გაფორმებას, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, იანვარში შეეცდება.