Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ლაციოს ნახევარმცველით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანი ლაციოს ნახევარმცველის ლუის ალბერტოს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და არ არის გამორიცხული, მის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს.

ლაციოში მაურიციო სარის მისვლის შემდეგ, ესპანელი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას ვერ ახერხებს და მასსა და სარის შორის სეზონის სტარტიდან მოყოლებული დაძაბული ურთიერთობაა.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, თუ სეზონის ბოლომდე სიტუაცია არ შეიცვალა, ლუის ალბერტო არწივების რიგებს დიდი ალბათობით დატოვებს და მისი გაფორმებით ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე მილანი იქნება.