Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ლაციოს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს

გუშინ მოგახსენეთ, რომ ლაციო მილანის ცენტრალური მცველის ალესიო რომანიოლის ტრანსფერით ინტერესდებოდა და იტალიური მედიის ინფორმაციით, როსონერი ბიანკოჩელესტის ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს.

Il Messaggero-ს ინფორმაციით, მალდინი მზად არის რომანიოლი ლაციალის რიგებში გაუშვას, სანაცვლოდ კი 28 წლის ესპანელ გამთამაშებელს ლუის ალბერტოს ითხოვს.

ალბერტო დაახლოებით 45 მილიონი ღირს და მილანს გარკვეული თანხის დამატება აუცილებლად მოუწევს, თუმცა მაურიციო სარის სურვილი, რომ ლაციალეს რიგებში რომანიოლი იხილოს, ტრანსფერს რეალუს ხდის.