Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ლაციოს ხმაურიან გაცვლას სთავაზობს

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანი მზად არის ლაციოს იტალიელი უკანახაზელის ფრანჩესკო აჩერბის სანაცვლოდ ალესიო რომანიოლი შესთავაზოს.

Calciomercato-ს ჟურნალისტის ენრიკო კამელიოს ცნობით, მილანმა ლაციოსგან 33 წლის ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და მისით სიმონ კიაერის შეცვლას გეგმავს.

აჩერბის ბოლო პერიოდში გუნდის ტიფოზებთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუფუჭდა და არწივების ულტრასებმა მისი გუნდიდან წასვლა საჯაროდ მოითხოვეს.

რომანიოლის რაც შეეხება, მისი მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლო იწურება და იმის გამო, რომ იტალიელი ფეხბურთელი ლაციოს ცნობილი ქომაგია, სავარაუდოდ ტრანსფერის წინააღმდეგი არც თავად იქნება…