Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ლეაოს იჯარით გაშვებას განიხილავს

რაფაელ ლეაომ მილანის რიგებში კიდევ ერთი არც თუ ისე წარმატებული სეზონი ჩაატარა და ხშირად სერიოზული კრიტიკის ადრესატიც ხდებოდა, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, მალდინი ახალგაზრდა ფეხბურთელის ტალანტში რწმენას არ კარგავს და ჯერჯერობით მის გაყიდვას არ აპირებს.

Tuttosport-ის ცნობით, მალდინი მომდევნო სეზონში ლეაოს იჯარით გასხვისებას განიხილავს, სადაც ფეხბურთელზე ნაკლები ზეწოლა იქნება და თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენას მოახერხებს.

წყაროს ცნობით, საბოლოო სიტყვა სტეფანო პიოლის ექნება და იტალიელი სპეციალისტის თანხმობის შემთხვევაში, როსონერი 21 წლის ფეხბურთელს ერთი სეზონით გაანათხოვრებს.