მილანი ლეაუს გაუმჯობესებულ წინადადებას უმზადებს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანმა რაფაელ ლეაუს აგენტთან მოლაპარაკებები განაახლა და პორტუგალიელი ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივება უახლოეს პერიოდში სურს.
წყაროს ცნობით, მილანი 23 წლის ფეხბურთელს აქამდე შეთავაზებულ კონტრაქტზე გაუმჯობესებულ პირობებს წარუდგენს, რომლის მიხედვითაც ლეაუ როსონერის რიგებში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი გასამრჯელო კი სეზონში 6 მილიონი ევრო იქნება.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, რაფაელ ლეაუს გამოსასყიდი თანხა, რომელიც ახლა 150 მილიონი გახლავთ, დაახლოებით 200 მილიონამდე გაიზრდება.