Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ლივერპულის 24 წლის ნახევარმცველით ინტერესდება

როსონერი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებაზე ფიქრს განაგრძობს და სასურველი ფეხბურთელების სიაში კიდევ ერთი ახალი სახელი გამოჩნდა.

საქმე ლივერპულის 24 წლის ფეხბურთელს, მარკო გრუჯიჩს ეხება. ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით ჰერტა ბერლინის შემადგენლობაში გაატარა და 29 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სერბი ფეხბურთელი ლივერპულს კი დაუბრუნდა, თუმცა ის იურგენ კლოპის გეგმებში არ შედის და ლივერპული მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

მილანს ფეხბურთელის ტრანსფერში კონკურენციას სერია ა-ში ახლად დაწინაურებული ბენევენტო უწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.