Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ლილის ორი ფეხბურთელით ინტერესდება

GLASGOW, SCOTLAND - DECEMBER 10: Jonathan Ikone of Lille celebrates after he scores their team's first goal during the UEFA Europa League Group H stage match between Celtic and LOSC Lille at Celtic Park on December 10, 2020 in Glasgow, Scotland. The match will be played without fans, behind closed doors as a Covid-19 precaution. (Photo by Ian MacNicol/Getty Images)

იტალიური მედიის ინფორამციით, ფრანგულ ლილს რთული ფინანსური სიტუაცია აქვს, მათ 159 მილიონი ვალი აქვთ და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევთ, რითიც სარგებლობას მილანი ეცდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი ლილის ორი ფეხბურთელის რენატო სანჩესისა და ჯონათან იკონეს ტრანსფერით ინტერესდება. წყაროს ინფორმაციით, თითო მათგანი ლილს დაახლოებით 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს.

რენატო სანჩესი უკვე დიდი ხანია მილანის რადარზე იმყოფება და მას გუნდი ფრანკ კესის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს. სანჩესს პარალელურად მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია, რაც მილანელებისთვის მისი გაფორმების დამატებითი სტიმულია.