Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ლილის ფეხბურთელის ტრანსფერისთვის იბრძოლებს

სანდრო ტონალის ტრანსფერის მოგვარების შემდეგ, როსონერი მომდევნო სამიზნეზე გადართვას აპირებს.

საქმე ფრანგული ლილის ბუბაკარი სუმარეს ეხება. 21 წლის ჩამშლელი ნახევარმცველის შეძენა არსენალს, ლივერპულს, მანჩესტერ იუნაიტედს და მადრიდის რეალს სურთ და ამ სიას უკვე მილანიც შეუერთდა.

მილანი 21 წლის ფრანგ ფეხბურთელს ბაკაიოკოს ალტერნატივად განიხილავს და თუ დიავოლომ ჩელსისთან ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, მილანი სწორედ ბუბაკარის გაფორმებას შეეცდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.