Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ლიონის ფეხბურთელს გაიფორმებს

როსონერი ლიონის 20 წლის მარჯვენა მცველის,პიერ კალულუს გაფორმებასთან ახლოს არის.იტალიური და ფრანგული პრესის მტკიცებით,კალულუ მილანთან კონტრაქტს სულ მალე მოაწერს ხელს.

20 წლის ფეხბურთელი ლიონის ახალგაზრდული გუნდის კაპიტანია,თუმცა ძირითად გუნდში ჯერ არ უთამაშია.

კალულუ ამპლუით მარჯვენა მცველია,თუმცა მას დაცვითი ფუნქციების შესრულება ყველა პოზიციაზე შეუძლია.

ფრანგული მედიის მტკიცებით,როსონერიმ პაოლო მალდინის დახმარებით ბაიერნი დაამარცხა და ახალგაზრდა ფეხბურთელს 480,000 ევროს სანაცვლოდ გაიფორმებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.