Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ლორენტეს გაფორმებას ცდილობს, თუმცა…

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი ბოლო დღეებში ნაპოლის ფორვარდის, ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერზე გააქტიურდა, თუმცა ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება სხვა გუნდში სურს…

წყაროს მტკიცებით, ესპანელ ფორვარდს იუვენტუსში სურს დაბრუნება და იქიდან გამომდინარე, რომ ტურინელები სათადარიგო ფორვარდის ძიებაში არიან, ეს ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.

ლორენტეს კონტრაქტი ნაპოლისთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა ის გატუზოს გეგმებში არ შედის და დიდი ალბათობით პარტენოპეი ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით იანვარში გაუშვებს.