Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ლუისის ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვას აპირებს

როსონერი ფლორენტინო ლუისის ტრანსფერზე დანებებას არ აპირებს და მზად არის, ბენფიკას მის საანცვლოდ ფულთან ერთად ალან ჰალილოვიჩი შესთავაზოს.

24 წლის ხორვატმა ფეხბურთელმა გასული სეზონი ჰერენვენის რიგებში, იჯარის წესით გაატარა და მილანს ორშაბათს შეუერთდება, თუმცა მისი ბედი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის და ბოლო სიტყვა პიოლის ეკუთვნის.

თუ პიოლის სეზონის წინ მოსამზადებელ სესიაზე მისი თამაში მოეწონა, ხორვატი გუნდში დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში მილანი მას ფლორენტინო ლუისის ტრანსფერში ჩართავს.

Leave a Reply

Your email address will not be published.