Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ლუის ალბერტოს აგენტებს დაუკავშირდა

ლუის ალბერტოს გარშემო გაურკვევლობა გრძელდება და ესპანელი ფეხბურთელის ლაციოდან წასვლის შანსები დღითი დღე იზრდება.

ლაციომ სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო, თუმცა ლუის ალბერტო გუნდში დაბრუნებაზე ჯერჯერობით უარს აცხადებს და ხელფასის მომატებას ითხოვს, რის გამოც ბიანკოჩელესტიმ ის უკვე დააჯარიმა კიდეც და მხარეებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, მილანი ფეხბურთელის სააგენტოს You First Sport-ს უკვე დაუკავშირდა და ლუის ალბერტოსთან დაკავშირებით ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება სთხოვა.

მთავარი დაბრკოლება ფეხბურთელის ფასი გახლავთ, რადგან ლაციო 28 წლის ნახევარმცველს, რომელიც პოტენციურად ჰაკან ჩალჰანოღლუს იდეალური შემცვლელია, 40-50 მილიონად აფასებს, ამ თანხის გადახდა კი როსონერის გაუჭირდება…