Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ლუის ალბერტოს ტრანსფერზე მუშაობს

Il Messaggero-ს ინფორმაციით, მილანი ლაციოს ლუის ალბერტოს ტრანსფერთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ოფიციალური წინადადებით მიმართავს.

28 წლის ფეხბურთელი გუშინ ლაციოს შემადგენლობას შეუერთდა, თუმცა მასსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის სიტუაცია კვლავ დაძაბულია და ალბერტოს ლაციოდან წასვლა გამორიცხული არ არის.

წყაროს ინფორმაციით, მილანი მზად არის ლაციოს ლუის ალბერტოს სანაცვლოდ რაფაელ ლეაო შესთავაზოს, თუმცა ბიანკოჩელესტიმ თვალი მილანის სხვა ფეხბურთელს – ალექსის სალემაკერსს დაადგა, რომელიც მაურიციო სარის 4-3-3-ს იდეალურად ერგება.

გამოცემის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება, მაგრამ ამ ეტაპზე ლუის ალბერტოს მილანში ხილვა რთული წარმოსადგენია…