Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ლუკა იოვიჩის ტრანსფერს უბრუნდება

მადრიდის რეალსა და მილანს შორის ბოლო წლებში არაერთი ტრანსფერი განხორციელდა და გამონაკლისი არც მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი იქნება. როსონერი რეალიდან ბრაჰიმ დიასის დაბრუნებაზე უკვე მუშაობს, თუმცა მის გარდა მალდინი ალვარო ორდიოსოლას და უკვე ლუკა იოვიჩის ტრანსფერსაც განიხილავს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანს ოლივიე ჟირუს ტრანსფერთან დაკავშირებული შეფერხება არ სიამოვნებს და მისი ალტერნატიულ ივარიანტების ძიებას სერიოზულად იწყებს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი სწორედ ლუკა იოვიჩი იქნება.

იოვიჩის სახელს უკვე წლებია მილანს უკავშირებენ და სავარაუდოდ ის ბლანკოსის რიგებს მომდევნო თვეების განმავლობაში საბოლოოდ დატოვებს. 23 წლის ფორვარდმა გასულ ისეზონი ფრანკფურტში, იჯარის წესით გაატარა და 18 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

წყაროს ინფორმაციით, სერბი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება, რომლის სანაცვლოდაც რეალმა 2019 წელს ფრანკფურტს 63 მილიონი გადაუხადა, 20 მილიონამდე დაეცა.