Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მაიორალის იჯარით დამატებას განიხილავს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ოლივიე ჟირუს ხშირმა ტრავმიანობამ მილანს შესაძლოა ზამთარში ფორვარდის დამატებისკენ უბიძგოს და მათ პოტენციური სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავთ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი რომას ფორვარდის ბორხა მაიორალის იჯარით დამატებას გეგმავს, რომელიც თავის მხრივ რეალის საკუთრებაშია და ჯალოროსის რიგებში არენდით ასპარეზობს.

მოურინიოს რომაში მისვლის შემდეგ, მაიორალი სათამაშო დროს ფაქტობრივად არ ღებულობს და 24 წლის ფეხბურთელს გუნდის გამოცვლა სურს, ამიტომ როსონერის წინ არც რომა და არც ფეხბურთელი არ აღუდგება…