მილანი მალდინის იჯარით გაუშვებს
დანიელ მალდინი, პაოლო მალდინის შვილი, მილანის წინა-სასეზონო მატჩებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მან მონცას წინააღმდეგ შესანიშნავი გოლის გატანა მოახერხა და ზოგადად, ძალიან კარგ თამაშებს ატარებს.
მიუხედავად ამისა, Tuttosport-ის ინფორმაციით, გუნდი 18 წლის შემტევ ნახევარმცველს დიდი ალბათობით იჯარით გაუშვებს, რომ სათამაშო პრაქტიკა მიიღოს. მილანი მისთვის სერია ა-ს გუნდს უკვე ეძებს, სადაც ფეხბურთელს რეგულარულ სათამაშო დროს მისცემენ და მომავალში ის მილანის წამყვანი ფიგურა გახდება…