Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი მანჩესტერთან მოლაპარკებებს აწარმოებს

ერთდროულად რამდენიმე წყარო იუწყება, რომ მილანი მანჩესტერ იუნაიტედთან დიეგო დალოტის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანმა მანჩესტერს ფეხბურთელის იჯარით აყვანა შესთავაზა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ინგლისელებს კი ფეხბურთელის გაყიდვა ახლავე სურთ, მოლაპარაკებები მხარეებს შორის გრძელდება.

მილანის გარდა, ფეხბურთელის გაფორმება რომასაც სურს, თუმცა მილანი ჯერჯერობით ფავორიტია.