Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მანჩესტერის მცველით ინტერესდება

მილანი სიმონ კიაერის შემცვლელის ძიებას განაგრძობს და იმის გამო, რომ როსონერის ბიუჯეტი შეზღუდული აქვს, იტალიური გრანდის წარმომადგენლები ბოტმანის, ბრემერის და სხვა პრიორიტეტული სამიზნეების გაფორმებას ზამთარში ვერ მოახერხებენ, ამიტომ როსონერი უფრო იაფიან კანდიდატებს განიხილავს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანის რადარზე მანჩესტერ იუნაიტედის უკანახაზელი ერიკ ბაი მოექცა, რომელიც წითელი ეშმაკების რიგებში ბევრ სათამაშო დროს არ იღებს და გუნდის დატოვებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, როსონერი მანჩესტერს ფეხბურთელის 6-თვიან იჯარას შესთავაზებს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით…