Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მანჩესტერის შემტევის გაფორმებას სერიოზულად განიხილავს

ბრიტანული მედიის ინფორამციით, მილანი მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი ნახევარმცველის ჯესი ლინგარდის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

28 წლის ინგლისელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი წითელ ეშმაკებთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ფეხბურთელის გაფორმება სრულიად უფასოდ შეეძლება.

The Telegraph-ის ცნობით, ლინგარდი მანჩესტერში სათამაშო დროით უკმაყოფილოა და კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს, მისი გაფორმებისთვის კი მილანი, ბარსელონა და ატლეტიკო იბრძოლებენ.