Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი მანჯუკიჩის აგენტს შეხვდა

რამდენიმე იტალიური წყაროს მტკიცებით, როსონერის ხელმძღვანელობა მარიო მანჯუკიჩის აგენტს შეხვდა და ვეტერანი ფეხბურთელის როსონერიში მისვლა განიხილეს.

მანჯუკიჩმა, რომელიც იუვენტუსის შემადგენლობაში 2015-2019 წლების განმავლობაში თამაშობდა, კატარულ ალ – დუჰაილთან კონტრაქტი 2020 წლის ივლისში გაწყვიტა და მას შემდეგ უგუნდოდ არის დარჩენილი.

Sky Sport Italia, SportItalia და Tuttomercato ამტკიცებს, რომ შეხვედრა საკმაოდ პოზიტიური იყო და მხარეები უკვე პირადი კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ.

34 წლის ხორვატი ფეხბურთელი როსონერისთან 6-თვიან კონტრაქტს გააფორმებს და სურვილის შემთხვევაში მხარეებს თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელება შეეძლებათ.