Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი მარსელის დუოს უმიზნებს

როსონერის ინტერესი მარსელის გარემარბის, ფლორიან ტაუვინის მიმართ ახალი არავისთვის არ არის, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, მალდინის მარსელიდან ტაუვინის გარდა კიდევ ერთი ფეხბურთელი სურს.

მილანი იანვარში ცენტრალური დაცვის გაძლიერებას გეგმავს და წყაროს ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მარსელის 21 წლის უკანახაზელი, ბუბაკარ კამარა იქნება.

ასაკის მიუხედავად, ფრანგ ფეხბურთელს ლიგა 1-ში უკვე 64 შეხვედრა დაუგროვდა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება, თუმცა როსონერის იუვენტუსის სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს. ტურინელები თავის მხრივ კიელინის შემცვლელს ეძებენ და მათი სკაუტები კამარას ყურადღებით აკვირდებიან.

მილანი პარალელურად რამდენიმე სხვა ვარიანტსაც განიხილავს, მათ შორის სტრასბურგის მოჰამედ სიმაკანს და მონაკოს დუოს, კრისლან მაციმას და აქსელ დისასს.