Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მეიტეს გამოსყიდვას აპირებს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი სუალიჰო მეიტეს კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი პუნქტის ამოქმედებას და მის სანაცვლოდ 8 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

ფრანგი ფეხბურთელი მილანს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტორინოდან შეუერთდა და როსონერის მაისურით ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, თუმცა ჯერჯერობით გოლის გატანა ვერ მოახერხა.