Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მზად არის, ახალი სტადიონი ინტერის გარეშე ააშენოს…

მილანი და ინტერი ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობას განაგრძობენ და მას შემდეგ, რაც მილანის მერად კვლავ ბეპე სალა აირჩიეს, მხარეები მშენებლობის დაწყების უფლებას ძალიან მალე მიიღებენ.

ერთადერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ახლა პროექტის განხორციელებას აფერხებს, ინტერის ფინანსური პრობლემებია. მილანის მერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მას ბენეამატას მფლობელებისგან ფინანსური გარანტირები არ მიუღია, რის გამოც საბოლოო თანხმობის თქმა ქალაქის მერიას უჭირს.

MilanNews-ის ინფორმაციით, თუ უახლოეს პერიოდში ინტერი მერიას ფინანსურ გარანტიას ვერ წარუდგენს, მილანი მზად არის ახალი სტადიონის პროექტზე მუშაობა მარტომ გააგრძელოს და ის გახდება მეორე გუნდი იტალიაში იუვენტუსის შემდეგ, რომელსაც საკუთარი სტადიონი ექნება.