Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი მზად არის იბრას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, თუმცა…

რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ კომენტარში იბრამ ნათლად აღნიშნა, რომ ის კარიერის დასრულებას არ აპირებს და მილანთან ხელშეკრულების გაგრძელება სურს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, 40 წლის ფეხბურთელის კიდევ ერთი წლით შენარჩუნების წინააღმდეგი არც როსონერია, მაგრამ მას ახალ ხელშეკრულებას მხოლოდ თავიანთი პირობებით შესთავაზებენ.

ლეგენდარული შვედი ფორვარდი მაშინ, როდესაც მწყობრშია და მოედანზე გასვლას ახერხებს, კვალვ პროდუქტიულია, თუმცა ასაკის გამო მას მატჩების გამოტოვება ხშირად უწევს და მიმდინარე სეზონში სერია ა-ში მხოლოდ 704 წუთი ითამაშა, რა დროსაც 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

MilanNews-ის ცნობით, როსონერი ზლატან ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, თუმცა იბრაჰიმოვიჩს ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს. ახლა ის წლიურად 7 მილიონს გამოიმუშავებს, იტალიური გრანდი კი დაახლოებით 3-3.5 მილიონის შეთავაზებას გეგმავს…