Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი მზად არის, შობოშლაი გამოისყიდოს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი ზაფხულში ზალცბურგის ნახევარმცველის, დომინიკ შობოშლაის გამოსყიდვას აპირებს.

20 წლის უნგრელი ფეხბურთელი, რომელიც მილანის რადარზე უკვე რამდენიმე თვე იმყოფება, კიდევ ერთ შესანიშნავ სეზონს ატარებს. გასული სეზონის ავსტრიის საუკეთესო მოთამაშემ 7 მატჩში 6 საგოლე გადაცემის და 1 გოლის გაფორმება მოასწრო.

შობოშლაი ზალცბურგს 2018 წელს ლიფერინგიდან შეუერთდა და მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს უნგრელი ფეხბურთელის გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლება.