Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი მილენკოვიჩის აგენტს შეხვდა

Nikola Milenkovic of Acf Fiorentina looks on during the Serie A match between Juventus FC and AFC Fiorentina at Allianz Stadium Turin Italy on 22 December 2020. Turin Allianz Stadium Turin Italy Copyright: xMarcoxCanonierox SP24-0454

მილანი დღეს ფიორენტინას ცენტრალური მცველის, ნიკოლა მილენკოვიჩის აგენტს, ფალი რამადანის შეხვდა და ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მალდინი მზად არის სერბი ცენტრალური მცველის იჯარით აიყვანოს, შემდგომში 25-30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.

ეს ტრანსფერი ზამთარში ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ფიორენტინას პრეზიდენტი როკო კომისო ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მილენკოვიჩის კონტრაქტი 2022 წლის ივნისში იწურება და ფეხბურთელმა იებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი უკვე განაცხადა, მას ფასის შემცირება მოუწევს, ამიტომ მილენკოვიჩი დიდი ალბათობით სეზონის ბოლომდე ფიორენტინაში დარჩება და როსონერი მის გაფორმებას ზაფხულში შეეცდება.